logo
ENG



ავსტრიის კანცლერი: საქართველო ავსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია

30 იან 202315:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/30/y7ikbcxr8gq9sf0.png

ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ყოველთვის დავაფიქსირო ამ პროდუქტიული თანამშრომლობის მნიშვნელობა. ჩვენ უკვე ხანგრძლივი დიპლომატიური ტრადიცია გვაქვს, 30 წელია, რაც ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები აღდგენილია. საქართველო ავსტრიისთვის, მართლაც რომ, ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, არსებობს ძალიან ბევრი მიმზიდველი შესაძლებლობა, რათა მოხდეს, მათ შორის ავსტრიელი ინვესტორების მოზიდვა.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები ძალიან შთამბეჭდავია, როდესაც ეკონომიკური ბაზრის განვითარებაზე, ტურიზმზე ვლაპარაკობთ, მათ შორის, როდესაც ენერგო გენერაციაზე, ენერგეტიკის მიმართულებაზე ვსაუბრობთ. ამ მხრივ, საქართველო მართლაც ძალზედ საინტერესო პარტნიორია ავსტრიის ფირმებისთვის.


close დახურვა