ავსტრიის საელჩო მუშაობას კიევიდან გააგრძელებს. ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.
"უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომელიც რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო სამხედრო აგრესიის მსხვერპლი გახდა. როგორც უკრაინისადმი ჩვენი ურყევი სოლიდარობის მნიშვნელოვანი სიგნალი, ჩვენი საელჩოს წევრები გასულ კვირას კიევში დაბრუნდნენ", - წერია სამინისტროს ტვიტში.
We stand united with the people of #Ukraine, who fell victim to an unprecedented military aggression by #Russia. As an important sign of our unwavering solidarity with Ukraine, members of our Embassy returned to #Kyiv last week. Thanks to our staff for your efforts & dedication! pic.twitter.com/xpEmPFkDtd
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საელჩოების ნაწილი სამუშაოდ ლვოვში გადავიდა. მას შემდეგ რაც კიევის ოლქი რუსი ჯარისკაცებისგან გათავისუფლდა, საელჩოებმა დედაქალაქში დაბრუნება დაიწყეს.