გვიან ღამით ავტობანის აღაიანის მონაკვეთზე სამგზავრო ავტობუსი დაიწვა. მომხდარის გამო არავინ დაშავებულა. სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მთლიანად განადგურდა კომპანია მეტროს ეკუთვნოდა.
უცნობია რა გახდა აალების მიზეზი. როგორც მგზავრები ყვებიან კვამლი პირველად ავტობუსის უკანა ნაწილში შენიშნეს და მალევე მოახდინეს რეაგირება.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.