თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს, როინ მებონიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
21 მაისს, კაცმა გურამიშვილის გამზირზე მოძრავ ავტობუსში ცოლს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.