ავტორიზაციის აქტი, რომელიც აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 295 ხმით 125-ის წინააღმდეგ მიიღო, უკვე შტატების სენატში განხილვისთვისაა შეტანილი.
სახელმწიფო მდივანმა კონგრესს არაუგვიანეს 180 დღისა უნდა წარუდგინოს ანგარიში, დგამს თუ არა საქართველოს სახელმწიფო ნაბიჯებს იმისთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები გაამყაროს. მდივნის ანალიზი საარჩევნო რეფორმასა და დამოუკიდებელ სასამართლოსაც შეეხება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ვაშინგტონში განგაშის სიგნალმა უპრეცენდენტო ნიშნულს მიაღწია და პირველად საქართველო ამერიკის ურთიერთობაში, დათქმები და პირობები გაჩნდა.