გმირთა მოედანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია ფორმულას შს სამინისტროში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოპედს შეეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მოპედის მძღოლი გარდაცვლილი დახვდათ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).