ლაგოდეხი-წნორის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები.
„ფორმულას“ შს სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.