თბილისში, გიგო გაბაშვილისა და ვაჟა-ფშაველას კვეთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ქალი დაშავდა.
"ფორმულას" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.