ხობის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ცნობით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა.
ადამიანი ადგილზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
ფორმულას ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.