logo
ENG



ავღანეთი თალიბების ხელში გადავიდა

15 აგვ 202120:05
3 წუთის საკითხავი
 

ავღანეთი თალიბების ხელში გადავიდა, ქვეყანას უკვე  საგანგებო საბჭო მართავს. ქვეყნის ტერიტორია დატოვა პრეზიდენტმა. აშრაფ ღანი ქაბულიდან შეერთებული შტატების კუთვნილი თვითმფრინავით გაემგზავრა. ქაბულიდან წასვლას ატასობით ადამიანი ცდილობს. ცხელ წერტილში ამ დრომდე რჩებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიებში კონტრაქტით მუშაობენ. მათი ქვეყნიდან ევაკუაციის საკითხი დღეს პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დააყენეს.


close დახურვა