ავღანეთის გადაყენებულმა ვიცე-პრეზიდენტმა, არმულა სალეჰმა საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა.
სალეჰმა ტვიტერზე დაწერა, რომ ქვეყანაში დარჩა და ყველა ლიდერს მიმართავს, რათა მათი "მხარდაჭერა და კონსენსუსი მოიპოვოს".
"სიცხადისთვის, ავღანეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის გადადგომის, გაქცევის ან გარდაცვალების შემთხვევაში პირველი ვიცე-პრეზიდენტი ხდება პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი. ამჟამად ჩემს ქვეყანაში ვიმყოფები და ვარ კანონიერი პრეზიდენტი", - წერს ის ტვიტერზე.
Clarity: As per d constitution of Afg, in absence, escape, resignation or death of the President the FVP becomes the caretaker President. I am currently inside my country & am the legitimate care taker President. Am reaching out to all leaders to secure their support & consensus.
— Amrullah Saleh (@AmrullahSaleh2) August 17, 2021
კიდევ ერთ ტვიტში ის მოუწოდებს ავღანელებს, რომ შეუერთდნენ წინააღმდეგობას.
"აშშ-ს პრეზიდენტთან კამათს ახლა აზრი აქვს. ჩვენ, ავღანელბმა უნდა დავამტკიცოთ, რომ ავღანეთი ვიეტნამი არაა, ხოლო თალიბანელები ვიეტკონგელებს არ გვანან. აშშ-სა და ნატოსგან განსხვავებით ჩვენ შემართება არ დაგვიკარგავს და უდიდეს შესაძლებლობებს ვხედავთ", - წერს გადაყენებული ვიცე-პრეზიდენტი.