ავღანეთის ქალაქ ჰერათში აფეთქებას მინიმუმ 6 ადამიანი ემსხვერპლა.
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლის ცნობით, გუშინ, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ფურგონიან მანქანას, რომელიც ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა, ცეცხლი გაუჩნდა. მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი.
ჰერათის მეთაურმა მავლავი ანსარმა კი როიტერსს განუცხადა, რომ აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის მიზეზები უცნობია.
მას შემდეგ რაც თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი დაამყარა მსგავსი აფეთქებები და თავდასხმები გახშირდა. მსგავსი ინციდენტები კი ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ კრიზისის ფონზე ზრდის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსაც.