ავღანეთის მთავრობა თალიბანის წევრებს გატაცებულ პროფესორებში ცვლის. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, მათ უკვე გაათავისუფლეს თალიბანის მოკავშირე დაჯგუფების "ჰაქანის" სამი წარმომადგენელი, სანაცვლოდ კი თალიბებისგან ამერიკელი და ავსტრალიელი მძევლების გათავისუფლებას ელიან. პროფესორები მებრძოლებმა 2016 წელს ქაბულში დაატყვევეს. ავღანეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თალიბების გათავისუფლება რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა ასე ავღანელი ხალხის ინტერესების დასაცავად მოიქცა.