logo
ENG



ავღანეთში, მეჩეთის აფეთქების შედეგად 62 ადამიანი დაიღუპა

18 ოქტ 201919:06
3 წუთის საკითხავი
 
118kk57805w7vrg.jpg

ძლიერი აფეთქება მოხდა ავღანეთში. ბოლო მონაცემით დაიღუპა 62 და დაშავდა 100 ზე მეტი ადამიანი. ბომბი პარასკევის ლოცვის დროს მეჩეთთან აფეთქდა, სადაც უამრავი მოწრმუნე იმყოფებოდა.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობის სახურავი მთლიანად ჩამოინგრა. მომხდარზე პასუხისმგბელობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

გაეროს შეფასებით ბოლო 4 თვის განმავლობაში ავღანეთში მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან მსხვერპლის რიცხვი საგანგაშო ნიშნულამდე გაიზარდა. ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით ავღანეთში მომხდარ თავდასხმებს 1 200 ადამიანი ემსხვერპლა. 

ფოტო: BBC

 


close დახურვა