8 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა ავღანეთში აფეთქების შედეგად. გარდაცვლილთა შორის ოთხი ბავშვია. ბომბი გზის პირას დატოვებულ ავტომობილში იმ დროს ამოქმედდა, როცა მას ავტობუსმა ჩაუარა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას აუღია. რაიონს, სადაც თავდასხმა მოხდა, თალიბანი აკონტროლებს.
მსგავსი აფეთქება ავღანეთში 2 დღის წინაც მოხდა. მაშინ შემთხვევას 8 ბავშვი ემსხვერპლა.