ავღანეთში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფში 2 აფეთქება მოხდა. დაიღუპა 4 ადამიანი, დაიჭრა ათზე მეტი.
ორივე აფეთქება პოლიციის მე-10 უბანში მოხდა.
გარდა ამისა, 25 მაისს აფეთქება მოხდა ქაბულის ერთ-ერთ მეჩეთში. აქ 2 ადამიანი მსუბუქად დაიჭრა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
მაზარ-ი-შარიფში მანამდე აფეთქება 21 აპრილს, შიას მეჩეთში მოხდა. შედეგად მოკლულია 10-ზე მეტი ადამიანი, დაშავდა - 32. აპრილის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-თან დაკავშირებულმა ჯგუფმა, ISIS-K-მ აიღო.
მომდევნო კვირას კი ქაბულში, მეჩეთში, პარასკევის ლოცვის შემდეგ მომხდარ აფეთქებას ასევე ემსხვერპლა ათობით ადამიანი. აპრილის დასაწყისში თავდასხმა მოხდა დასავლეთ ქაბულის სკოლასა და საგანმანათლებლო ცენტრში, შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა.