logo
ENG



აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში ჩავიდა

07 აგვ 202517:07
3 წუთის საკითხავი
 
2025/08/07/o6jt5nvq4anab0x.jpg

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევით იმყოფება. 

6 აგვისტოს სომხეთმა დაადასტურა, რომ ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონს პრემიერი ნიკოლ ფაშინიანიც ეწვევა. მედია წერს, რომ აშშ-ში ისიც მალე ჩავა. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერის მონაწილეობით აშშ-ში სამმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი, რომელსაც დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს. 

შეხვედრის მიზანი - რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაა. 

შეხვედრა 7-8 აგვისტოს გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ მხარეებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.


close დახურვა