აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, 23 აგვისტოს შატილში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
"ძალიან ვწუხვარ დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო. თანავუგრძნობთ შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ ქართველ ხალხს", - წერს ბაირამოვი Twitter-ზე.
შატილის გზაზე ავტოავარიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა, სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.