logo
ENG



აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციის ლიდერთა დაკავების ფაქტს უარყოფს

17 თებ 202011:46
3 წუთის საკითხავი
 

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციის ლიდერთა დაკავების ფაქტს უარყოფს. უწყების განცხადებით, პოლიციის განყოფილებებში არც ლიდერები და არც აქტივისტები არ გადაუყვანიათ. ოპოზიცია გუშინ  საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან აქციის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა პოლიციელებმა აქტივისტებს შეკრების საშუალება არ მისცეს. კომისიასთან მისულ ხალხს სამართალდამცველები აკავებდნენ და შემთხვევის ადგილიდან ავტობუსებით გაჰყავდათ. აქციამდე დააკავეს დეპუტატობის ოპოზიციონერი კანდიდატებიც. საერთო ჯამში 55 ადამიანი. 

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში გასულ კვირას ჩატარდა და ხმათა უმრავლესობით მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. ოპოზიცია შედეგებს არ ცნობს და ხელისუფლებას ბიულეტენების გაყალბებაში ადანაშაულებს. არჩევნები გააკრიტიკეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმაც. 

 

 

 


close დახურვა