აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მთიანი ყარაბაღის გამშვებ პუნქტზე რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი გააჩერეს და უკან გააბრუნეს - მიზეზი უკანონო იარაღის გადატანა იყო.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, რუსი სამშვიდობოები რეგიონში კონტრაბანდით არიან დაკავებული. კერძოდ, რუსი მშვიდობისმყოფელები ასკერანადან აგდერში აპირებდნენ გადასვლას, როცა აზერბაიჯანელმა სამხედროები ისინი გააჩერეს.
თავდაპირველად სამშვიდობოებმა თქვეს, რომ პროდუქტები გადაჰქონდათ, თუმცა შემოწმების შემდეგ, სამხედროებმა იპოვეს იარაღა - 5 კალაშნიკოვი, რომელსაც არ ჰქონდა საბუთები. ამის შემდეგ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა რუსი მშვიდობისმყოფელები უკან გააბრუნეს.