logo
ENG



აზერბაიჯანში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ალიევის პარტიამ გაიმარჯვა

02 სექ 202411:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/02/ovkn26yzsslr8le.jpg

აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც წინასწარი შედეგების მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა შეინარჩუნა.

როგორც ცნობილია, მმართველი პარტია ახალ პარლამენტში 125 ადგილიდან 69-ს მიიღებს. წინა არჩევნების შემდეგ ენი აზერბაიჯანს პარლამენტში 68 ადგილი ეკავა.

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მხოლოდ 37% მივიდა.

უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ, აზერბაიჯანის სახალხო ფრონტმა და კიდევ ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, მუსავათმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

"არჩევნები დემოკრატიულად არ ჩატარებულა", – განაცხადა მუსავათის ლიდერმა, არიფ გაჯილიმ.

წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები ევროპის საბჭოს დამკვირვებლების გარეშე გაიმართა.

ალიევმა პარლამენტი დეპუტატების თხოვნით მიმდინარე წლის ივნისში დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.

წელსვე გაიმართა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც ილჰამ ალიევმა ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა.

 

 

 


close დახურვა