logo
ENG



აზერბაიჯანში ოპოზიციონერი ლიდერი ალი ქარიმლი დააკავეს

30 ნოე 202512:12
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/30/jmu7p25oqautffa.png

ბაქოში ოპოზიციური პარტიის "აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის" ლიდერი ალი ქარიმლი დააკავეს. როგორც პარტიაში აცხადებენ, დაკავებამდე მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

ჩხრეკა ასევე ჩატარდა აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის პრეზიდიუმის წევრის, მამედ იბრაჰიმის სახლში. ქარიმლის გარდა, დაკავებულები არიან პარტიის წარმომადგენლები: ფაიგ ამირლი, ფარიზ ალიზადე და რუსლან ამირლი.

სამთავრებო მედიის ცნობით, ოპოზიციონერი ლიდერის, ქარიმლის დაკავება უკავშირდება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ყოფილ ხელმძღვანელ რამიზ მეჰდიევს.

14 ოქტომბერს სასამართლომ მეჰდიევს ოთხთვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალი წაუყენეს დანაშაულებში, მათ შორის ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში.


close დახურვა