აზოვის ბატალიონის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარა ჯერჯერობით ვერ ადასტურებს გაიყვანეს თუ არა აზოვსტალის ტერიტორიიდან ყველა მშვიდობიანი მოქალაქე.
როგორც პალამარამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ტექნიკის არქონის გამო, შეუძლებელია გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება, იმის დასადგენად, ხომ არ არიან მოქალაქეები ნანგრევებში ჩარჩენილი.
ამასთან, პალამარას თქმით, ქალაქ მარიუპოლში მშვიდობიანი მოქალაქეები კვლავ რჩებიან, ხოლო მოსახლეობის ნაწილი ოკუპანტებმა რუსეთის ტერიტორიაზე გაიტაცეს.
აზოველი მებრძოლი ამბობს, რომ აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზეც და მარიუპოლშიც ნანგრევებში ათობით ათასი ადამიანის ცხედარია.