logo
ENG



აზრი არ აქვს ამ სამარცხვინო პარლამენტის შენარჩუნებას - აქტივისტება ღამე რუსთაველზე გაათიეს

15 ნოე 201909:06
3 წუთის საკითხავი
 
44vx9mlq49ewky9.png

ვითარება რუსთაველის გამზირზე უცვლელი რჩება. ქალაქის მთავარ გამზირზე გადაკეტიალია გზა და საკანონმდებლო ორგანოს წინ მოქალაქეები საკონსტიტუვციო ცვლილებების ჩაგდებას კვლავ აპროტესტებენ. ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. 

სამოქალაქო აქტივისტი და მოძრაობა "ქვეყნის სამსახურისთვის" ერთ-ერთი ლიდერი მიშა მშვილდაძე "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, რომ აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა არ გადაწყდება. 

"ღამე გავათენეთ აქ. გაგრძელდება ამ ფორმით და საღამოს 19:00 საათისთვის ველოდებით ხალხს. კიდევ დაანონსებულია კვირას, 15:00 საათისთვის მასშტაბურ აქციას. იქ უკვე ყველაა ჩართული. მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებას არ შერჩება გადაგდების ეს ფაქტი. მოვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს, ვინაიდან აზრი არ აქვს ამ სამარცხვინო პარლამენტის კიდევ ერთი წლით შენარჩუნებას. თვალებში გიყურებენ და გატყუებენ. ამ ხალხთან შეთანხმებების ძებნას აზრი არ აქვს", - განაცხადა მშვილდაძემ. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერი დავით ქაცარავა ასევე რუსთაველის გამზირზე იმყოფება. მისი თქმით, საზოგადოება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანაში პროპორციული არჩევნები ჩატარდეს.

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის მონაპოვარი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ბრძოლის ფასად მივიღეთ, ვგულისხმობ პროპორციულ არჩევნებს, აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ან გავრილოვის ღამის განმეორებას, ან ხვალ შეიძლება „გრუზინსკაია სსრკ“ გავხდეთ“, - აღნიშნა ქაცარავამ.

 

 

 


close დახურვა