logo
ENG



აზრის შეცვლას არ ვაპირებ, უზურპატორი უნდა დაემხოს - გვარამია სუს-ში დაიბარეს

05 დეკ 201916:51
3 წუთის საკითხავი
 
087d67ifghj3ex2.jpg

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული. გვარამია საგამოძიებო უწყებაში ხვალ 11:00 საათზე უნდა მივიდეს. უწყება მას უკვე ჩაბარდა. გამოკითხვაზე დაბარება, გვარამიას ფეისბუკ-სტატუსს უკავშირდება.

გვარამიას თქმით, ის აზრის შეცვლას არ აპირებს და უზურპატორი უნდა დაემხოს.

„აზრის შეცვლას არ ვაპირებ, უზურპატორი უნდა დაემხოს. დამხობის მოწოდებას რაც შეეხება, ამის განმარტებას გავაკეთებ. ნებისმიერი უზურპატორი ნებისმიერ ქვეყანაში უნდა დაამხოს ხალხმა. იმის განმარტება რა კი არ ჭირდებათ, რომ უზურპატორი ვინაა, დაბარებიდან გასაგებია, რომ სწორად გამოიცნეს, რომ ის ივანიშვილია.დიახ უზურპატორი ივანიშვილია. რა ვიგულისხმე დამხობაში პოსტშიც მიწერია. მივალ და დამარცვლით ავუხსნი საგამოძიებო უწყებას თუ რა ვიგულისხმე დამხობაში“, - განუცხადა გვარამიამ „ფორმულას“.

გვარამიამ 4 დეკემბერს სოციალურ ქსელში შემდეგი სტატუსი დაწერა:

„სამოქალაქო დაპირისპირება საქართველოში არ მიმდინარეობს. მეტიც, საერთოდაც, დაპირისპირებაც კი არ მიმდინარეობს.

საქართველოში, უზურპატორის და მის მიერ დაქირავებული ხუნვეიბინების (ერთ დროს საამაყო ქართული პოლიცია რომ ერქვა) და მანქურთების (ერთ დროს ქართული ოცნების მომხრეები რომ ერქვათ) თავდასხმაა ქვეყნის მოსახლეობაზე. უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ !

სხვა არჩევანი უბრალოდ აღარ დაგვრჩა. თუ არა და - სამშობლოს დავკარგავთ“.

 

 

 


close დახურვა