logo
ENG



ათასებს ზვიგენის გამოკვებაში ხარჯავს-​თვითდასაქმებულები კომპენსაციებს ითხოვენ

25 ივნ 202012:55
3 წუთის საკითხავი
 

თვითდასაქმებულებს, რომლებსაც პანდემიის დროს შემოსავლის წყარო დაკარგეს, 300-ლარიანი კომპენსაცია ამ დრომდე არ მიუღიათ. მოქალაქეები სამგორის გამგეობასთან საპროტესტო აქციას მართავენ. 

აქციის მონაწილეების მთავარი კითხვაა - თუ რატომ ვერ იღებენ ამ დრომდე ხელისუფლების მიერ დაპირებულ დახმარებას. თვითდასაქმებულები ამბობენ, რომ შესაბამისი განაცხადი შეავსეს, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღეს, რომლის მიხედვითაც ფიქსირდება ტექნიკური შეცდომა.

ადგილზე მყოფების ნაწილი აცხადებს, რომ მათ დახმარება 1-ელ ივლისამდე უნდა მიიღონ. აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილიც იმყოფება. ხაბეიშვილის თქმით, ხელისუფლება გაცემულ დანაპირებს არ ასრულებს. 

„მილიარდერი ივანიშვილის პირობებში ადამიანები, ამ შემთხვევაში სამგორის მაცხოვრებლები ასეთ დღეში ჩააგდეს. მაშინ როდესაც 100 ათასობით ლარს ზვიგენის გამოკვებაში ხარჯავს ეს კაცი და მეტიც, თავის ხის დატარებაში მილიონებს ხარჯავს, ადამიანებს, რომლებსაც უკიდურესად უჭირთ, შეავსეს დოკუმენტაცია, უთხრეს რომ რეგისტრაცია წარმატებით გაიარეს, იმაზეც კი აწამებენ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

"ფორმულა" დეტალების გარკვევას და პასუხისმგებელი უწყებისგან განმარტების მიღებას ცდილობს, თუმცა ამ დროისთვის ისინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ პანდემიის დროს თვითდასაქმებულებს ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება გამოუყო, რომლის გაცემაც 1-ელ ივლისს დასრულდება. 


close დახურვა