ათი ადამიანი ემსხვერპლა ძლიერ ხანძარს ბანგლადეშში. ქვეყნის დედაქალაქ დაკაში ცეცხლი ერთ-ერთ ქარხანას გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულმა მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა რამდენიმე საათში შეძლეს.
ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ სამსართულიან შენობაში მაშველებმა ათი გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინეს. ამ დროისთვის უცნობია სულ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ხანძრის დროს შენობაში. ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.