ათონის მთაზე მოღვაწე ბერს კორონავირუსი დაუდასტურდა - საბერძნეთში მდებარე მონასტერში არსებულ შემთხვევაზე გამოცემა Orthodox Times-ი წერს.
როგორც გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მონასტრიდან დელეგაცია დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა. დაბრუნების შემდეგ დაავადებულ ბერს რამდენიმე სასულიერო პირთან ჰქონდა კონტაქტი - ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
ათონის მთის მონასტერი მომლოცველთათვის დროებით ჩაკეტილია.