უნიკალური ქრისტიანული ტაძარი და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აია-სოფია თურქული სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. მეექვსე საუკუნეში აგებულ ბაზილიკას, რომელიც დღეს მუზეუმია, ხვალ შესაძლოა მეჩეთის სტატუსი აღუდგინონ. ბოლო პერიოდში საერთაშორისო გაერთიანებამ და ეკლესიის მეთაურებმაც არაერთხელ მოუწოდეს თურქეთის ხელისუფლებას, რომ აია სოფია ნეიტრალურ სივრცედ დატოვოს.
მეექვსე საუკუნის ქრისტიანული ტაძარი და იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აია-სოფია სავარაუდოდ მეჩეთის სტატუსს მიიღებს. სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ გაასაჯაროებს, თუმცა ოფიციალურ დონეზე დასტურდება, რომ 1934 წელს აია-სოფიას მუზეუმად გადაკეთება უკანონო იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ძეგლს სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდება და ის მუსლიმთა სალოცავი გახდება.
დეტალები ნახეთ "ფორმულა ნიუსის" 20:00-საათიან გამოშვებაში.