logo
ENG



აკაკი ასათიანი: მე არ მომწონს ერთი რა, რომ ოპოზიცია წინასწარ განწირულობას გამოხატავს

03 დეკ 201914:12
3 წუთის საკითხავი
 
68ojy5njwcxfs3p.jpg

ტრადიციონალისტთა კავშირის ლიდერისთვის, აკაკი ასათიანისთვის მიუღებელია როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციური პარტიების მოთხოვნები. ასათიანი მხარს უჭერს პროპორციულ არჩევნებს, თუმცა გერმანულ მოდელში კრიზისიდან გამოსავალს ვერ ხედავს. ასათიანი მოლაპარაკებების მაგიდას ორი პირობით დაუბრუნდება, თუ გაიმართება პლებისციტი, ან თუ არჩევნები მაჟორიტარული წესით, მხოლოდ მრავალმანდატიან ოლქებში გაიმართება.

„ითხოვდნენ გერმანულ მოდელს ხელისუფლებისგან, ხელისუფლება ამბობდა, რომ არაკონსტიტუციურია, ჩემი პოზიციაა, რომ გაუგებარია და უვარგისია. მარტივია ხო გაიყვანო პროპორციულად 10 კაცი პარტიამ, ამ დროს მაჟორიტარულად 15, ის 10 გადაიფარა იმ 15-დან, იმ 5-ს რა ვუყოთ. მე არ მომწონს ერთი რამ რომ, ოპოზიცია წინასწარ განწირულობას გამოხატავს, თუ მაჟორიტარული იქნება ჩვენ დავმარცხდებით, არადა სამჯერ ამ ქვეყნის ისტორიაში ოპოზიციამ ზუსტად ამ შერეული კანონით დაამარცხა ხელისუფლება“,-განაცხადა აკაკი ასათაიანმა.


close დახურვა