საქართველოს პარლამენტში ამ წუთებში რამდენიმე საკითხზე კენჭისყრა მიმდინარეობს. მათ შორისაა, უმრავლესობის წევრის აკაკი ზოიძესთვის უფლებამოსილების შეწყვეტა.
კენჭისყრის შედეგად ზოიძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა. აღნიშნულ საკითხს 85 მომხრე ჰყავს და 0 წინააღმდეგი.
შეგახსენებთ, აკაკი ზოიძემ რამდენიმე დღის წინ საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა და პოლიტიკიდან საერთოდ წასვლის სურვილი გამოთქვა.