logo
ENG



ალბათ, როგორც სხვა ქვეყნებში, აქაც შავ ბაზარზე გაიყიდა ბილეთები - ქართველი ემიგრანტი ლარნაკადან

10 აპრ 202010:16
3 წუთის საკითხავი
 

ლარნაკადან თბილისის მიმართულებით დაგეგმილი ჩარტერული რეისის მიუხედავად, საქართველოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობა კვლავ დიდია. ერთ-ერთმა მათგანმა, ლერი ჯავახიშვილმა „ფორმულასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ შესაძლოა ბილეთები შავ ბაზარზე გაიყიდა.

როგორც ემიგრანტი აღნიშნავს, ქალაქში ქართველების რაოდენობა კვლავ დიდია, რადგან ძალიან ბევრმა მათგანმა გამომგზავრება მხოლოდ იმის გამო ვერ შეძლო, რომ Georgian Airways-ის ვებგვერძე ბილეთები დათქმულ დროს არ დაიდო. როგორც კომპანიაში მათ ეუბნებიან, ბილეთები ეტაპობრივად, შეზღუდული რაოდენობით იდებოდა, მაგრამ ამას თავად ემიგრანტები გამორიცხავენ. უცნობია ისიც, თუ როდის შეძლებენ ლარნაკაში დარჩენილი ქართველები საქართველოში დაბრუნებას.

„რომ დავრეკე ცხელ ხაზზე მითხრეს, რომ დაიდებოდა 8-ში დილით 10-ზე. შევედი 10:00 საათზე და მითხრეს გადაიწია 12:00 საათზეო. შევედი და არ იყო ბილეთები. ასე მეუბნებიან, ბილეთები იდება ცოტა რაოდენობით და ხშირადო. არავინ ვიცი ადამიანი, ვინც ბილეთები შეიძინა. ალბათ, როგორც სხვა ქვეყნებში, აქაც შავ ბაზარზე გაიყიდა ბილეთები. საჭიროა რეისების დამატება“, - აცხადებს ჯავახიშვილი.


close დახურვა