logo
ENG



ალბანეთში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

27 ნოე 201912:42
3 წუთის საკითხავი
 
xmpz3wxdgr20fax.jpg

ალბანეთში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 700-ს აღწევს.

მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს 24-საათიან რეჟიმში ეძებენ. სტიქიამ ყველაზე მეტად სანაპირო ქალაქები დურესი და ტუმანე დაზარალა. ორივე მიწისძვრის ეპიცენტრათან ახლოს იყო. დაინგრა ათობით საცხოვრებელი სახლი. ბიძგების სიძლიერე 6,4 მეათედი მაგნიტუდა იყო. ევროკომისიამ ალბანელების დასახმარებლად სამაშველო ჯგუფები იტალიიდან, საბერძნეთიდან და რუმინეთიდან გაგზავნა. 


close დახურვა