საქართველოში პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნებს მხარდაჭერას უცხადებს ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი.
"მხარს ვუჭერ პროტესტის მონაწილეთა მათი ქვეყნისთვის უფრო დემოკრატიული, წარმატებული და პროდასავლური მომავლის მოთხოვნას. მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", მოძებნოს გამოსავალი შექმნილი პოლიტიკური ჩიხიდან და განახორციელოს საარჩევნო სისტემის რეფორმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ფართო ინტერესების გათვალისწინებით", – წერს "ალდეს'' პრეზიდენტი, ჰანს ვან ბაალენი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.
