logo
ENG



ალეკო ელისაშვილი სიტი პარკზე: პოპულიზმი არის ის, რაც კალაძემ გააკეთა

15 თებ 202017:09
3 წუთის საკითხავი
 
pxu5kjzztjlehmr.jpg

"სიტი პარკთან" დაკავშირებულ მოვლენებს თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა. როგორც მან "ფორმულასთან" აღნიშნა, ეს პროცესები უსამართლოა, მერიის დღევანდელი მუშაობა ამ მიმართულებით კი არაფრით განსხვავდება მისი წინამორბედისგან. ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ კახა კალაძე საზოგადოებას ატყუებს და მისი დაპირებები სწორედ ამაზე მეტყველებს.

"პოპულიზმი არის ზუსტად ეს, რაც კალაძემ გააკეთა. მან კარგად იცოდა, რომ "სიტი პარკი" საერთაშორისო არბიტრაჟში გააგრძელებდა ამ საქმეს და მოუწევდა კომპენსაციის გადახდა, მაგრამ მაშინ საქმეს სჭირდებოდა და იბრიქებოდა. სიტი პარკი თავის დროზე ხაზავდა ქუჩებს და ერთი დამატებითი პარკინგიც კი არ შეუქმნია და ამის გამო ვსაყვედურობდით ჩვენ მას. ჩნდება კითხვა - დღევანდელმა მერიამ გააკეთა რაიმე ამ მიმართულებით?!", - აღნიშნა ელისაშვილმა. 

მხარეებს შორის დავა 2018 წელს დაიწყო. თავის დროზე თბილისის მერიის გადაწყვეტილებით "სიტი პარკს" მუშაობა აეკრძალა. 14 თებერვალს კი უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია „სიტი პარკმა“ დავა შეწყვიტა და შეთანხმება შედგა. 


close დახურვა