პროკურატურამ ლელო - ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინა. ეს რიგით მეოთხე ბრალდებაა, რომელიც მას წარუდგინეს.
ამჯერად პროკურატურა ალეკო ელისაშვილს სასამართლოს შეურაცხოფას ედავება.
ადვოკატის განცხადებით, ალეკო ელისაშვილს ბრალი პოლიციელის, შოთა ჭიპაშვილის მიმართ ნათქვამი სიტყვის - "არაკაცის" გამო წარუდგინეს.
ალეკო ელისაშვილს რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში რიგით მე-4 სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს.
ცნობისთვის, 10 ივლისს, ალეკო ელისშვილს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის საქმეზე.
ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს.
მას პროკურატურამ ბრალდება ტერორიზმის მუხლით წარუდგინა, კერძოდ უწყება პოლიტიკოსს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავებოდა. გამოძიების თანახმად, 2025 წლის 29 ნოემბრის გამთენიისას, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა და დაზიანებები მიაყენა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს.
