logo
ENG



ალექსანდრე ჭიკაიძემ , ასობით ათასი ლარის უძრავი ქონება თანამდებობიდან წასვლის შემდეგ შეიძინა

28 თებ 202020:38
3 წუთის საკითხავი
 

 

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ , ასობით ათასი ლარის უძრავი ქონება თანამდებობიდან წასვლის შემდეგ შეიძინა. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მან 5 უძრავი ქონება შეიძინა.  ბინა ბათუმში, რამდენიმე ათასი კვადრატული მიწა წინანდალში, მიწები საგურამოში და კოტეჯი ბაკურიანში. 

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საეჭვოდ დაბალია შეძენილი უძრავი ქონების ფასები, მაგალითად საგურამოში მდებარე 1800 კვადრატული მიწის ეს ნაკვეთი, რომელიც  ჭიკაიძემ  40 ათას ლარად შეიძინა, ხოლო რამდენიმე თვეში ბანკმა ნაკვეთი 110 ათას აშშ დოლარად შეაფასა. 

ალექსანდრე ჭიკაიძეს 2012 წლიდან დეკლარაცია მხოლოდ 6 ჯერ აქვს შევსებული, სიდანაც 3 კანონის დარღვევით. დეკლარაციაში არ არის შეტანილი მცხეთის რაიონში შეძენილი მიწის ნაკვეთი და დუშეთის რაიონში 15 ათასი კვადრატული მიწის ნაკვეთი, სადაც საცხოვრებელი სახლია.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პროკურატურა ყოფილი მინისტრის ქონებით უნდა დაინტერესდეს, უმრავლესობას კი ჭიკაიძის განცხადებასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვთ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ამ მონაცემებს პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმ იმედით გადაგზავნიან, რომ უწყებები ქონებას დეტალურად შეისწავლიან.

 


close დახურვა