logo
ENG



ალექსეი ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდება

18 იან 202117:58
3 წუთის საკითხავი
 
ალექსეი ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდება

სასამართლომ რუს ოპოზიციონერს ალექსეი ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, - ამის შესახებ Meduza io იუწყება. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, პოლიტიკოსი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 15 თებერვლამდე იქნება, რის შემდეგაც მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. 

მედიის ცნობით, რომ თუ საბოლოო პროცესზე სასამართლომ ნავალნი დამნაშავედ ცნო, მაშინ მას 3.5-წლიანი პატიმრობა ემუქრება. მორიგი სასამართლო პროცესი 29 იანვარს გაიმართება. 

აღსანიშნავია, რომ ნავალნის სასამართლო პროცესი ხიმკის პოლიციის განყოფილებაში გაიმართა.  

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი რუსეთში გუშინ დაბრუნდა. ის შერემეტიევოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ დააკავეს. მანამდე ის გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც 5 თვის წინ სამკურნალოდ გადაიყვანეს. პოლიტიკოსი აგვისტოში ნოვიჩოკით მოწამლეს და შარიტეს კლინიკაში მკურნალობდა. რუსეთის ოფიციალური უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "ნავალნიმ პირობითი მსჯავრიs პირობები არაერთხელ დაარღვია და მისი დაკავება სწორედ ამას უკავშირდება". 


close დახურვა