მოსკოვში, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის კორუფციის ფონდის თანამშრომელი, ლუბოვ სობოლი დააკავეს, - ამის შესახებ Meduza.io იუწყება.
მედიასაშუალების ინფორმაციით, სობოლი პოლიციამ მისი ადვოკატის ავტომობილიდან გადაიყვანა და დაააკავა.
მედია იტყობინება, რომ ლუბოვ სობოლი დონსკოის რაიონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. განყოფილებაში ნავალნის მოკავშირეს 23 იანვარს დაგეგმილი საპროტესტო აქციებზე წასვლის მოწოდების გამო წაუყენებენ ბრალს.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ლუბოვ სობოლი იყო ერთერთი ის პირი, რომელიც პოლიციამ 17 იანვარს ვნუკოვოს აეროპორტში დააკავა, როდესაც ის ქვეყანაში ალექსეი ნავალნის დაბრუნეას ელოდებოდა. მოგვიანებით სობოლი გაათავისუფლეს.
ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი რუსეთში გუშინ დაბრუნდა. ის შერემეტიევოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ დააკავეს. მანამდე ის გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც 5 თვის წინ სამკურნალოდ გადაიყვანეს. პოლიტიკოსი აგვისტოში ნოვიჩოკით მოწამლეს და შარიტეს კლინიკაში მკურნალობდა. რუსეთის ოფიციალური უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "ნავალნიმ პირობითი მსჯავრის პირობები არაერთხელ დაარღვია და მისი დაკავება სწორედ ამას უკავშირდება".