რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სახლს ყადაღა დაადეს, - ამის შესახებ Meduza.io იუწყება.
როგორც პოლიტიკოსის პრესსპიკერმა, კირა იარმუშმა განმარტა, ყადაღა ერთ-ერთი კომპანიის სარჩელის გამო დაედო, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, რუს ბიზნესმენს, ევგენი პრიგოჟინს უკავშირდება.
"ეს ნიშნავს იმას, რომ ნავალნის არ აქვს უფლება მოსკოვში მდებარე ბინა გაყიდოს, გააჩუქოს ან ბანკში ჩადოს", - ამბობს პრესმდივანი.
მისივე თქმით, ყადაღა დაედო პოლიტიკოსის ანგარიშებსაც. აღსანიშნავია, რომ კომპანია "მოსკოვის სკოლელის" სარჩელის გამო მანამდე ყადაღა დაედო კიდევ ერთი რუსი პოლიტიკოსის, ლუბოვ სობოლის ანგარიშებს.
Приставы наложили арест на квартиру Алексея Навального pic.twitter.com/DwA39HSpzZ