აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი ევროპისთვის საიმედო გაზის მიმწოდებელი გახდა.
ამის შესახებ ილჰამ ალიევმა სოფიაში საბერძნეთ-ბულგარეთის გაზსადენის დაკავშირების ინაუგურაციის ცერემონიალზე განაცხადა.
„აზერბაიჯანი მრავალი წელია ნავთობის სანდო მიმწოდებელია საერთაშორისო და უმთავრესად ევროპული ბაზრებისთვის და ახლა უკვე საიმედო გაზის მიმწოდებელიც გახდა“ - განაცხადა ალიევმა.
ალიევის თქმით, ევროკომისიასა და აზერბაიჯანს შორის დადებული მემორანდუმი ასევე მოიცავს განახლებადი გაზის რესურსებზე მუშაობას.
ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი მომავალში გახდება საიმედო ელექტროენერგიის მიმწოდებელი ევროპისთვის.