შობას ალილოს მსვლელობა სახეცვლილი იქნება. კერძოდ, ალილოს მსვლელობა მრევლის გარეშე იგეგმება. ამის შესახებ მამა ზაქარია აცხადებს. მისი თქმით, სამების საკათედრო ტაძრიდან სამი მანქანა სამი მიმართულებით დაიძრება, საიდანაც სამღვდელოება ქუჩებს აკურთხებს.
"სამების საკათედრო ტაძრიდან სამი მიმართულებით სამი მანქანა დაიძრება. გახმოვანებით იქნება, გალობა იქნება, მილოცვები იქნება. სამღვდელოება მანქანიდან ასხურებს ქუჩებს... დალოცავს", - განაცხადა მამა ზაქარიამ.
მისი თქმით, რესპუბლიკის მოედანზე იქნება ერთი კარავი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება შესაწირის მიტანა. შესაწირი გაჭირვებულ ოჯახებს დაურიგდებათ.