logo
ENG



ალტ-ინფო - კადიროვიზაცია - დროება

20 მარ 202221:13
3 წუთის საკითხავი
 

ლათინური ზეტი პუტინის ომის პროპაგანდის მთავარ სიმბოლოდ იქცა. რუსეთის რამდენიმე ქალაქში პუტინისტებმა ომის მოწინააღმდეგეების საცხოვრებელი სახლების კარზე სწორედ ზეტი დააწერეს, რითაც ერთგვარად მონიშნეს ის მოქალაქეები, რომლებიც ომს ომს უწოდებენ და არა სპეციალურ სამხედრო ოპერაციას. შეურაცხმყოფელი წარწერები დღეს დილით გაჩნდა საქართველოს რამდენიმე ქალაქში, ოპოზიციური პარტიის ოფისის კედლებსა და მინებზე. გაგიკვირდებათ და ეს ის ქალაქებია, სადაც ადგილობრივმა სამოქალაქო აქტივისტებმა რუსული ალტ-ინფოს, ე.წ. კონსერვატიული პარტიის ოფისების გახსნა გააპროტესტეს. ექსტრემისტული, მოძალადე და ღია რუსული პოლიტიკური დაჯგუფება რუსული ფულით მშვიდად დათარეშობს საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში, ლამის სუს-ის წინ ხსნის ოფისებს და ხელისუფლება დუმს. 


close დახურვა