logo
ENG



ალტ-ინფო მაუწყებლობას წყვეტს

28 ოქტ 202422:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/28/nvre7jotggv65e2.png

პრორუსული, ჰომოფობიური ალტ-ინფო მაუწყებლობას წყვეტს. ეს არხის თანადამფუძნებელმა შოთა მარტინენკომ თქვა.

ის ტელევიზიის დახურვას საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უკავშირებს. მარტინენკო ამბობს, რომ ამ შედეგს არ ელოდნენ.

ეთერში მათ ასევე აღნიშნეს, რომ ჯერ არ აქვთ "მზა პასუხი", თუ რა ფორმით დაბრუნდებიან მომავალში.

"აქედან გამომდინარე, უნდა გვესმოდეს, რომ ეს მარცხი ჩვენთვის არის ძალიან მძიმე. ძალიან სერიოზული დარტყმაა ჩვენთვის ეს მარცხი იმიტომ, რომ ჩვენ არ ველოდით ამ შედეგს და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო, მაგრამ მაინც ეს შედეგი დადგა. ახლა ის უნდა ითქვას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ. რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წამოვდგეთ ხელახლა ფეხზე, მაგრამ ეს დარტყმა, რაც ახლა მივიღეთ, არის სერიოზული დარტყმა რომელმაც წაგვაქცია"- თქვა შოთა მარტინენკომ.

ალტინფოს წევრები, შოთა მარტინენკო და სანქცირებული ზურაბ მახარაძე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პატრიოტთა ალიანსის სიით იღებდნენ მონაწილეობას. მათ 5%-იანი ბარიერი ვარ გადალახეს.


close დახურვა