logo
ENG



ალტ-ინფო პარტიის ოფისის გახსნის მესამე მცდელობა გურიაში

12 აპრ 202220:45
3 წუთის საკითხავი
 

პუტინისტური დაჯგუფება ალტ-ინფოს მხარდამჭერ მღვდელს განკვეთა ემუქრება. შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები ადასტურებს, რომ თუ ვახტანგ თოხაძე არ შეინანებს, ანაფორის გახდა მოუწევს. უკრაინაში ბავშვებისა და ქალების გაუპატიურებას სასულიერო პირმა ჩვეულებრივი მოვლენა უწოდა. თოხაძემ ეს სიტყვები ეგრეთ წოდებული კონსერვატიული პარტიის ოფისის გახსნაზე თქვა. სწორედ ამ მღვდელმა აკურთხა პუტინისტების ოფისი. 


close დახურვა