"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა საქართველოს პარლამენტში ბრიფინგის ჩატარება სცადეს. მათი თქმით, კიდევ ერთხელ სურდათ პარლამენტისთვის საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე ესაუბრათ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ საშვი დაშვებული იყო, დაცვამ მას შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. კონკრეტული მიზეზები, თუ რატომ არ შეუშვეს მაჩალიკაშილი შენობაში, დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს არ განუმარტავთ.
მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში შესვლის მცდელობისას შეუძლოდ გახდა და მას სასწრაფო დახმარება დასჭირდა.
"იმედს ვიტოვებ, რომ პარლამენტში არიან ადამაინები, ვისაც შერჩათ ნამუსი, მიდნა შევხდე მათ და ვკითხო. როცა მძინარე ბავშვი მოკლულია და არცერთი ჩვენება ჩამორთმეული არ აქვს, უბრალოდ ამ ბუდეს ეშინია ერთი ადამიანის. ამაშია საქემ",-აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.
თინა ბოკუჩავას თქმით, ის მაინც აპირებს შენობაში შესვლას და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან საუბარს, რათა მაჩალიკაშვილი შენობაში შეუშვან.
"შევდივარ იმისთვის, რომ ვნახო პასუხისმგებელი პირი. თალაკვაძე თუ ვინც არის, რომ გამცეს პასუხი ვინ მიიღო გადაწყვეტილება არ შეეშვათ მაჩალიკაშვილი შენობაში. წარმოუდგენელი უსამართლობაა. რატომ აგდებენ ასეთ მდგომარეობაში, რისი გულისთვის?! ვინც ახლა ადგილზე მივალ იმასთან, რომ დროულად მიიღონ გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ სამართალდამცველებს არ სურთ ასეთი უკანონო დავალებები შეასრულონ, მაგრამ იძულებულები არიან",-აცხადებს თინა ბოკუჩავა.
საბოლოოდ, თინა ბოკუჩავამ შეძლო შენობაში შესლა და ცდილობს გაარკვიოს, რატომ არ უშვებენს მალხაზ მაჩალიკაშვილის, თუმცა მათ მიერ დაგეგმილი ბრიფინგი ჩაიშალა.