logo
ENG



ამ კანონს უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვება - რაქვიაშვილი ონლაინთამაშების აკრძალვაზე

15 დეკ 202113:22
3 წუთის საკითხავი
 

გირჩის დეპუტატი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ ახალი კანონი ონლაინთამაშების აკრძალვის შესახებ ლუდომანიის პრობლემას ვერ აღმოფხვრის. მისივე თქმით, ის, რომ ადამიანებს ონლაინთამაშებზე წვდომა შეეზღუდებათ, ტყუილია და ეს ტექნიკურადაც შეუძლებელია.

"ამ კანონს უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვება იმიტომ, რომ ახლა თუ რაიმე შანსი არსებობს, რომ ადამიანს, რომელსაც დამოკიდებულება აქვს ან სხვა ტიპის პრობლემები აქვს, გამოვავლინოთ მაინც. ამ შემთხვევაში, როდესაც ეს იქნება არალეგალური ფარული, ამის შანსიც დაიკარგება", - ამბობს რაქვიაშვილი.

კანონპროექტი, რომელიც ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის გახმოვანების შემდეგ მოამზადა, აზარტული თამაშების შეზღუდვას გულისხმობს. 

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, მიხედვით, 25-წლამდე ადამიანებს ყველა სახის აზარტული თამაშები აკერძალებათ, გარდა წამახალისებელი ლატარიებისა

ყველა საჯარო სამსახურში, მათ შორის, მარეგულირებელ ორგანოებსა და ეროვნულ ბანკში დასაქმებულ ადამიანებს აეკრძალებათ აზარტული თამაშები. ასევე, თამაში ეკრძალებათ სოციალურად დაუცველებს. შეიქმნება აკრძალულ პირთა სია. 

ასევე, იქმნება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სია და შეიქმნება მონაცემთა ბაზა. დამოკიდებულ პირთა სიაში ადამიანებს 5 წლით შეიყვანენ. 

იგეგმება, რომ დამოკიდებულთა და ასაკრძალი პირების სიების შესახებ კანონის მუხლები 2022 წლის მარტიდან ამოქმედდეს, თამაშის აკრძალვა კი ძალაში 2022 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. 

აკრძალვა არ ეხება სპორტულ ფსონებს. 

ასევე, იკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა, თუმცა, არის გამონაკლისების სია, რა შემთხვევვაშიც რეკლამა დაშვებულია.


close დახურვა