"ამ სისტემის დედაც" - ამ ლოზუნგით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია იმართება. ანა დოლიძე, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას და პოლიციის მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას აპროტესტებენ.
"პირველ რიგში ესაა სამგლოვიარო აქცია, ამიტომ მოვიტანეთ შავი ლენტები. ესაა ის, რაც ვიცით ამ ეტაპზე, ეს ბავშვი ამ მახინჯი სისტემის მსხვერპლია. ჩვენი სისტემა ვერ გახდა ადამიანური და ჰუმანური. ის წარწერა, რაც მან დატოვა კედელზე, არის ჩვენი შთაგონება და ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული იმ საქმეში, რომ სისტემა დაინგრეს",-აცხადებს ანა დოლიძე.
მისივე თქმით, საქმის ირგვლივ მხოლოდ ერთი გამომძიებლის დაკავება საკმარისი არ არის და საჭიროა დღის წესრიგში შს მინისტრის პასუხისმგებლობა დადგეს.
"გვჭირდება გამოძიება. რატომ არ იყო გამოყენებული ფსიქოლოგი, რაც გამომძიებელს უნდა მოეთხოვა. რატომ არ იყო ფსიქოლოგი სკოლაში. ჩვენ მოვითხოვთ ეფექტურ გამოძიებას. მეორე თემაა არის ის, რომ როცა ადამიანი შედის პოლიციაში, შემდეგ ჩვენ მას ვკარგავთ. აქ დგება პოლიტიკური პასუხისგებლობის საკითხი, რაც მინისტრმა უნდა გაიზიაროს. ფაქტია, იქ ერთი გამომძიებლის გარდა, სხვა პირებიც იყვნენ ჩართულნი და ეს ვიცით მედიიდან. ასევე, როგორც ვიცით, გამომძიებლის ხელმძღვანელი, ქავთარაძეს საქმეს ჩამოშორებული არაა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ამ ყველაფერზე პასუხები",-აღნიშნავს ანა დოლიძე.