logo
ENG



ამ სისტემის დედაც - აქცია ცერემონიების სასახლესთან

29 იან 202014:24
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან ამ წუთებში ხმაურია. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ და შენობის შესასვლელთან ბანერის გაშლა სცადეს. 

"ამ სისტემის დედაც",- სწორედ ამ წარწერის მქონე ბანერი გახდა კონფლიქტის მიზეზი. ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა აქტივისტებს მისი გაშლის საშუალება არ მისცეს.

"პოლიციელი გვეუბნებოდა, რომ კარი შეიძლება ნებისმიერ დროს გაიღოს და იქ ბანერის გაშლა არ შეიძლება. ამიტომ შეგვიშალეს ხელი პერფორმანსი ჩაგვეტარებინა. ჩვენი აქ მოსვლის მიზანია მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც მონა გახლავთ, სტვენით შეგვეცილებინა",-აცხადებს ბექა პაპაშვილი.

​კიდევ ერთი აქტივისტის გიგა მაქარაშვილის თქმით, პროტესტი მაინც გაგრძელდება და სამოქალაქო აქტივისტები კვლავ  მშვიდობიანი გზით შეეცდებიან ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნას. 

"ესაა შიში, რაც ყოველი აქციის დროს ჩანს უკვე. პარლამენტთან ღობე შემოღობეს. ახლა სადაც მივდივართ ყველგან იმავეს აკეთებენ. მოვახერხეთ მაინც ბანერის გაშლა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელები სისტემის მსხვერპლნი არიან, ამ ადამიანებმა ბოლომდე მაინც ვერ მიიყვანეს ბრძანება. გახარია უკანა შესასვლელიდან შევიდა, რაც არაა გასაკვირი, რადგან მშიშარაა",-აცხადებს მაქარაშვილი

​სასახლეში ამ წუთებში დონორთა ყოველწლიური ფორუმი იმართება, რომელის პრემიერმა გიორგი გახარიამ გახსნა. ღონისძიებას  საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.


close დახურვა