„ამ ცხოვრების დედაც, ამ სისტემის დედაც", - ფრაზას, რომელიც ლუკა სირაძის ტრაგედიის მთავარ სინონიმად იქცა, ახლა ყველგან ნახავთ. ტროტუარზე, საჯარო დაწესებულებების შენობებზე, გზებზე, მოედნებზე - წარწერამ თბილისის, ქუთაისის, გორისა და რუსთავის ქუჩები მოიცვა. აქტივისტებმა და მოქალაქეებმა ამ ფორმით მოზარდის გარდაცვალება და მის მიმართ ზეწოლის ფაქტი გააპროტესტეს.